დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 40727-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის COVID-19-ისგან 25104 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 28-ით 335-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3007 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4188 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 2204 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:
● რუსეთი - ახალი შემთხვევები +18,665; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,636,781. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,225,673. გარდაცვლილთა რაოდენობა 28,235 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 245 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +7,959; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 395,440, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 161,441. გარდაცვლილთა რაოდენობა 7,306, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 110 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,106; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 377,473, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 325,486. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,326 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 74 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +2,441; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 92,254, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 55,827. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,363 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 22 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +1,175; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 56,444, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 44,157. გარდაცვლილთა რაოდენობა 740 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 10 ადამიანი.




























