მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5fe21c33ef048
BM.GE
22.12.20 20:11
677
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 212526-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 188408-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 42-ით 2182-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 470 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6358 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 1671 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +28,776; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,906,503. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,319,520. გარდაცვლილთა რაოდენობა 51,912 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 561 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +19,103; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,043,704, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა -
1,834,705. გარდაცვლილთა რაოდენობა 18,351 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 254 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +8,513; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 979,506, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 600,288. გარდაცვლილთა რაოდენობა 16,897, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 232 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +537; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 154,602, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 134,586. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,673 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 17 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +2,284; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 205,877, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 147,199. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,294 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 41 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები