მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონში ყველაზე დაბალი ინფლაცია სომხეთშია - როგორია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ინფლაცია?

თურქული ლირა თურქეთი

რეგიონში ყველაზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი სომხეთშია. შესაბამისად საქართველოში დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით, საქართველოს ინფლაციის დონით მხოლოდ სომხეთი ჩამორჩება.

რეგიონის ქვეყნებში ინფლაციის მხრივ პირველ ადგილს კვლავ თურქეთი იკავებს, სადაც გასული თვის განმავლობაში ინფლაციამ 32.9% შეადგინა. ამასთან, თურქეთში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. აგვისტოსთან შედარებით ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თურქეთში 48%-იანი ინფლაცია იყო.

ასევე შემცირების ტენდენცია აქვს ინფლაციას რუსეთში, სადაც ის სექტემბერში 8%-ს შეადგენდა. შედარებისთვის აგვისტოში ინფლაცია 8.1%, ივლისში 8.8%, აპრილში კი 10.2% იყო.

აზერბაიჯანში კი ინფლაციას პირიქით მზარდი ტენდენცია აქვს, სექტემბერში ინფლაცია 5.7%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც ის აგვისტოში 4.9% იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ინფლაცია 3.4%-ს შეადგენდა.

სომხეთში ინფლაცია ასევე მზარდია და ის სექტემბრის მდგომარეობით 3.7%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც ის აგვისტოში 3.6%, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 0.6% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები