პარლამენტში ინტერპელაციის მოსმენაზე კახაბერ გულედანი წარსდგა. აღნიშნული სამინისტრო მთავრობამ 2025 წლის აპრილში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციით დააფუძნდა და მისგან რეგიონული განვითარების სამინისტროს გამოყოფა მოახდინა.
ახალი უწყების მინისტრის, კახაბერ გულედანის განცხადებით, სამინისტროს ფუნქციებს შორისაა მუნიციპალიტეტებთან სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაცია და დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. კახაბერ გულედანის თქმით, გასულ წელს სამინისტრომ განიხილა 5000 სატენდერო დოკუმენტაცია და მუნიციპალიტეტებს 13 მილიონი ლარის დაზოგვაში დაეხმარა.
მინისტრის თქმით, მისი უწყების მიზანი მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მხარდაჭერაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ზრდის ფონზე, რაც თავის მხრივ მუნიციპალიეტეტებისთვის დღგ-ს შემოსავლის დატოვების მზარდ მოცულობებს უკავშირდება.
"მუნიციპალიტეტებს გაეზარდათ შემოსავლები, მხოლოდ 2025 წელს დღგ-ის განაწილებით მუნიციპალიტეტებმა 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ჩვენ სამინისტროს დაევალა, რომ მუნიციპალიტეტებმა როგორ და რა პირობებით აცხადებენ ტენდერებს და ჩვენ მათ გავუწიოთ მეთოდოლოგიური მხარდაჭერა. მხოლოდ გასულ წელს ჩვენ გავიარეთ 5000-ზე მეტი სატენდერო დოკუმენტაცია და ტენდერის გამოცხადებამდე დაიზოგა 13 მილიონ ლარზე მეტი,"- განაცხადა კახაბერ გულედანმა.




























