მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციები საჭიროა, თუმცა ზომიერები უნდა ვიყოთ - ლევან ვეფხვაძე

648da024e8fc9
ლიკა გურაბანიძე
17.06.23 21:10
1978
საქართველოს „ბიზნეს ასოციაციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გადაცემა #BMGDRIVE-ში საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ევროდირექტივები არ უნდა მივიღოთ ვიღაცისთვის ცხოვრების გაუარესების ხარჯზე. მას მიაჩნია, რომ თუ ამა თუ იმ რეგულაციის შემოღების ფონზე თუ ერთი რომელიმე ინდივიდის მდგომარეობა გაუარესდება, სახელმწიფომ მისთვის ამ ვითარების შემსუბუქებაზეც უნდა იზრუნოს.

ლევან ვეფხვაძემ საკითხზე ავტომობილების ევრო5-რეგულაციებზე გადასვლის კონტექსტში ისაუბრა. ის მიიჩნევს, რომ ქვეყანასში ავტოპარკი მოძველებულია. აქვე აღსანიშნავია, რომ მთავრობა 2013 წელს ქვემოთ ასაკის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს.

“არ მივეკუთვნები იმ ტიპის ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ არანაირი რეგულაცია არ გვჭირდება. ვფიქრობ, რომ ყველაფერში ზომიერები უნდა ვიყოთ. ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ შემოვიღოთ, მას შემოღების და ამოქმედების თავისი საუკეთესო ევროპული პრაქტიკა აქვს. ეს ის საგნებია, რომელიც დღეს უკვე სხვა ქვეყნებში უმაღლესში ისწავლება. ჩვენთან კი დღეს ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ისწავლება რატომ? იმიტომ, რომ ამ რეგულაციების ეკონომიკური ეფექტების შეფასება პოლიტიკის დამგეგმავს სჭირდება.

თუ შენ გინდა, რომ ინდივიდთა ჯგუფის ყოფა გააუმჯობესო, სამწუხაროდ ეს ვერ მოხდება, ამავე საზოგადოებაში თუნდაც ერთი ინდივიდის მდგომარეობის გაუარესების გარეშე. თუმცა, ჯამში გაუმჯობესება და გაუარესება, გაუმჯობესების ეფექტს უნდა გაძლევდეს. ხოლო, მას ვისაც მდგომარეობა გაუუარესდება, უნდა იზრუნო რა გააკეთო იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.

ჩვენთან ასეთი მიდგომა არ არის. საქართველოში არის მიდგომა, რომ ჩვენ ევროპული დირექტივა უნდა მივიღოთ, მაგრამ მიღების ფორმა საუკეთესო ევროპული პრაქტიკა არ არის. ეს ნაუცბადევად ხდება, მოდი მივიღოთ… გავაკეთოთ… ისე, რომ წინ არ ვიყურებით.” - განმარტა ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები