მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციების მიუხედავად 2019 წელს საბანკო სექტორში ზრდა იყო - ალექსანდრე ძნელაძე

5e1af61452a64
თათია ჩაფიჩაძე
12.01.20 15:14
1429
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ საბანკო სექტორისთვის 2019 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ რეგულაციების მიუხედავად ზრდის ტემპი შენარჩუნებულია და მან 2018 წლის მონაცემებს გადააჭარბა კიდეც.

"საბანკო სექტორში ზრდის ტემპი შენარჩუნებულია და მან 2018 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა კიდეც. ოღონდ, ეს ყველაფერი ლარის კურსის დევალვაციის გაუთვალისწინებლად, ანუ აბსოლუტურ მაჩვენებლებში. საკრედიტო პორტფელის ზრდაც საკმაოდ მაღალი იყო ნოემბრის მაჩვენებლებით და დაახლოებით 18%-მდე შეადგინა. საბანკო სექტორი სტაბილურად იზრდება და გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს“,-განაცხადა მან.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიზანი - სამომხმარებლო სესხების შემცირება -გარკვეულწილად მიღწეულია და რეგულაციებმა შედეგი გამოიღო.

"რაც შეეხება სესხებს, სამომხმარებლო სესხების წილი მთლიან პორტფელში დაახლოებით 4%-ით, 40%-მდე შემცირდა. პრინციპში, მიზანიც სწორედ ეს იყო. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოსთვის შეიცვალა, მაინც მძიმე რეგულაცია იყო, რომელმაც საბანკო სექტორზე მოახდინა წნეხი" - აღნიშნა ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ლარიზაციასაც შეეხო, ის აღნიშნავს, რომ პორტფელი 50%-იან ზღვარს ვერ ჩამოსცდა, თუმცა საბოლოო ჯამში პროცესი სწორედ აქეთკენ მიდის.

"ლარიზაციის პროცესი სესხების მიმართულებით გაგრძელდა, მაგრამ დევალვაციისა და რეფინანსირების განაკვეთის გამო ის შენელებულია“,- განაცხადა მან.