m²-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ მეძმარიაშვილის თქმით, კომპანიამ გასული წელი რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა. მან „Forbes კვირას“ ეთერში სამი ძირითადი მიმართულება გამოყო, რაშიც კომპანიამ მაღალი შედეგები დადო.
„ინვესტიციებით დავიწყეთ და გეტყვით, რომ 165 მილიონი ლარის ინვესტირება განვახორციელეთ, ანუ ეს ის თანხაა რაც ეკონომიკაში ჩავდეთ. ეს თანხა 2021 წელს 80 მილიონი ლარი იყო. რაც შეეხება ბინების გაყიდვებს, ამ კუთხით 75 მილიონი დოლარის გაყიდვები გვქონდა. ასევე დავიწყეთ კომერციული ფართების გაყიდვა და 10 მილიონის კომერციული ფართი გავყიდეთ.
ასევე მინდა გამოვყო ობლიგაციების გამოშვება, რაც m²-მა წლის ბოლოსთვის გააკეთა. შევძელით, 35 მილიონის ობლიგაციები 8,5%-ში გამოგვეშვა 8,5%-ში, რამაც წარმატებით ჩაიარა. გასული წელი რეკორდული მაჩვენებლების წელი გვქონდა“, - ამბობს m²-ის გენერალური დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ m²-მა კომერციული ფართების გაყიდვა 2022 წლიდან დაიყო და ნიკოლოზ მეძმარიაშვილის თქმით ახალმა ინიციატივამ დაგეგმილზე უკეთესი შედეგი მოიტანა.