ტაილანდმა საერთაშორისო ჩართულობით კამბოჯასთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი განაცხადა. ოფიციალური ბანგკოკი თვლის, რომ მედიაციაში ჩინეთისა და ამერიკის ჩართვა ვითარებას გაართულებს.
ტაილანდი ASEAN-ს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი გავლენა და კამბოჯა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე დაითანხმოს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ ბანგკოკს მედიაციაში ASEAN-ის ჩართვას ეწინააღმდეგება და მოლაპარაკებების გამართვას პირდაპირ კამბოჯასთან სურს.
ვიდრე ორი ქვეყანა ომს აგრძელებს, იზრდება დაღუპულთა, დაშავებულთა და იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობაც. თუ გუშინ დაწყებულ შეტაკებებს 12 ადამიანი შეეწირა, მათი რაოდენობა დღეს უკვე 16-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 14 მშვიდობიანი მოქალაქეა, 2 კი, სამხედრო. რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულებს, Reuters-ის ინფორმაციით, ტაილანდის მხრიდან საზღვრის სიახლოვეს მცხოვრებმა 120,000-ზე მეტმა ადგილობრივმა უკვე დატოვა საკუთარი სახლი. იძულებით გადაადგილება მოუწია 20,000-ზე მეტ კამბოჯელსაც.
ცნობისთვის, ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაპირისპირება საერთო საზღვარზე მდებარე რელიგიური ნაგებობების გამო დაიწყო, რომელსაც ორივე ბუდისტური სახელმწიფო საკუთარ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიიჩნევს.




























