მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Renault-მ 15,000 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

5ed136198bc3f
ნათია თაქთაქიშვილი
29.05.20 22:00
871
ფრანგულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Renault-მა მსოფლიოს მასშტაბით განთავსებულ საწარმოებში ჯამში 15 ათასი სამუშაო ადგილი გააუქმა, - ამის შესახებ BBC წერს.

ამ ნაბიჯით კომპანია €2 მილიარდის დაზოგვას გეგმავს. Renault-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისისგან თავის დასაცავად მიიღო.

შემცირებული სამუშაო ადგილებიდან 4 600 საფრანგეთის საწარმოში დასაქმებულებს ეხება.

ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ ამ მწარმოებელს არ შეხებია: 28 მაისს იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Nissan-მა (Nissan Motor Co) ბარსელონაში მდებარე საწარმოს დახურვა გადაწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო, 3 ათასამდე ადამიანი უმუშევრად რჩება. ესპანეთის მთავრობა განმარტავს, რომ Nissan-ისთვის ეს მსოფლიო რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები