მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი უსამსახუროდ არ დარჩება - ღარიბაშვილი

642144f7d3efd
ინგა მურუსიძე
27.03.23 11:18
569
მღელვარების საფუძველი არ გვაქვს, რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი უსამსახუროდ არ დარჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე საპროტესტო აქციას და განაცხადა, რომ ადგილზე ახალი საავადმყოფო აშენდება.

„ბოლო დღეებში ბევრი კითხვა დაისვა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, ახალ პრეზენტაციას. რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მიზანმიმართული ტყუილი და პროპაგანდა მიმდინარეობდა. არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო, საუბარია იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. არავითარი მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რესპუბლიკურის თანამშრომლები საპროტესტო აქციას ამ წუთებშიც მართავენ. ადგილზე მყოფი ექიმები და სხვა დამხმარე პერსონალი კლინიკის დირექტორს კაბინეტში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ექიმი ამბობს, ისინი სამსახურის დაკარგვას აპროტესტებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები