მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს გარე ფასადები გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება - ექსპერტიზის ბიურო

6433b90b237ed
BM.GE
10.04.23 11:32
1846
არსებული სახით რესპუბლიკური საავადმყოფოს გარე ფასადების ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება, - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში.

„სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას. 2022 წლის დასკვნაში, აღნიშნულია - „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და იქ არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას.

2025 წლისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაცია იგეგმება, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესის შესახებ. აღნიშნული პროცესის დაწყება კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდენ. გაიმართა საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია, ხოლო მოგვიანებით შეხვედრა თანამშრომლებთან, დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები