მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, პრემიერი შეგვხვდება... თუ არაფერი გადაწყდა, შიმშილობის დავიწყებთ - რესპუბლიკურის ექიმი

რესპუბლიკური

„თუ არაფერი გადაწყდა, შიმშილობის დაწყებას ვაპირებთ“, - ამის შესახებ BM.GE-სთან რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ საპარლამენტო მოსმენაზე, შემდეგ კი მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბავი კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო. ამ ეტაპზე კი, სწორედ ამ კონსულტაციების დაწყებას ელოდებიან.

„ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, პოზიცია არის ხისტი და უცვლელი. ჩვენი პოზიციაც არის ხისტი და უცვლელი. სამინისტროსთან არანაირ საუბარს არ ვაპირებთ. ველოდებით, რომ [პრემიერთან] ეს კონსულტაციები დაიწყება.

4 კვირაა უწყვეტ რეჟიმში მსვლელობები და პროტესტები მიმდინარეობს. თუ არანაირი კომუნიკაცია არ იქნება და არაფერი გადაწყდა, შიმშილობის დაწყებას ვაპირებთ.

სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ვაპირებთ ამ უკიდურეს ზომას მივმართოთ, შემდეგ უბრალოდ დრო აღარ გვაქვს. იმედს ვიტოვებთ, რომ პრემიერი შეგვხვდება“, - აცხადებს ოთარიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაწყებულია, რომლითაც კლინიკის 350-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია. თუმცა, ნინო ოთარიშვილი აცხადებს, რომ 162 ექიმიდან, შეთანხმებას ხელი მხოლოდ 3-მა ექიმმა მოაწერა, დანარჩენი თანამშრომლები კი სხვადასხვა დონის მედპერსონალია.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია და საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა, კერძოდ, კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები