მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორანი „მანჯისთან“ აცრილ მოქალაქეებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

6050b0fbf3ca7
ინგა მურუსიძე
16.03.21 19:56
8221

რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი „მანჯისთან“ აცრილ მოქალაქეებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს.

როგორც bm.ge-ს რესტორნის დამფუძნებლებმა უთხრეს, ყველა მოქალაქე, ვინც რესტორანს ეწვევა და covid-ვაქცინით აცრის დოკუმენტს წარადგენს, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

მათივე თქმით, შესაძლოა, აცრილ მომხმარებელს მომავალში განსაკუთრებული კერძებიც შესთავაზონ.

„ასეთი იდეა გაგვიჩნდა და ვფიქრობთ, სხვა რესტორნებიც აგვყვებიან, რათა პანდემიის დამარცხებაში სახელმწიფოს და ერთმანეთს დავეხმაროთ; ვაქცინაციის გარდა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. კიდევ ერთხელ თუ ჩავიკეტეთ, ეს ყველასთვის  კატასტროფა იქნება. აქციის ხანგრძლივობა, ჯერჯერობით, შეზღუდული არ გვაქვს“, - აცხადებენ რესტორნის ადმინისტრაციაში.

ინფორმაციისთვის: 15 მარტიდან საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო. ამ დროისთვის მედიკოსები "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრებიან.