მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეფმზარეულის ანაზღაურება კარგ რესტორანში 2 500 ლარიდან იწყება" - რესტორატორი

64398e4294bb4
ლიკა გურაბანიძე
15.04.23 22:30
2922
“შეფმზარეულის პოზიციაზე კარგ რესტორანში ანაზღაურება 2 500 ლარიდან იწყება, ანაზღაურება გამოცდილების მიხედვითაა, ხოლო პანდემიამდე 1 700-2 000 ლარიდან იწყებოდა", - ამის შესახებ რესტორან "სოფიკოს" თანადამფუძნებელმა ირაკლი კახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რესტორნები დღეს გამოცდილ კადრებს ეძებენ, რაც დეფიციტურია.

“პანდემიის შემდეგ რესტორნებში კადრების ძალიან დიდი დეფიციტია. კადრებს ვეძებთ გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ მათ გადამზადებასაც უზრუნველვყოფთ.

კადრების გადინება ხელფასებზეც აისახება. პანდემიამდე და პოსტპანდემიურ პერიოდში დაახლოებით, 50%-ით არის ანაზღაურება გაზრდილი. თუმცა, ხელფასების გადახდის პრობლემა იმდენად არ გვიდგას, რამდენადაც კვალიფიციური კადრების. მათი შენარჩუნებისთვის კომპანიებს გვიწევს ისეთ დათმობებზე წავიდეთ, რასაც მანამ არ ვაკეთებდით. საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ", - ამბობს "სოფიკოს" თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები