მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორანი “სოფიკო”: “შეზღუდვების გაუქმების შემდეგ მოხმარებლების რაოდენობამ ზრდა დაიწყო”

6239f52f9e805
ლიკა გურაბანიძე
22.03.22 22:43
1298
ძველ თბილისში მდებარე, რესტორან “სოფიკოში” პირველი მარტიდან, მთავრობის დადგენილებით, ორი წლის განმავლობაში არსებული შეზღუდვების მოხსნა მომხმარებლების რაოდენობის ზრდაზე აისახა.

როგორც რესტორნის მენეჯერმა ლიზა ჩიკვაიძემ აღნიშნა, გასულ თვეებთან შედარებით რესტორანში სტუმრების რაოდენობა 20-30%-ით გაიზარდა.

“რაც რეგულაციები მოიხსნა, სტუმრები მეტ-ნაკლებად ძველ ჩვეულებას დაუბრუნდნენ. ოჯახები შედარებით დიდი რაოდენობით ვახშმობენ, რამაც საერთო თავშეყრის მომენტი დააბრუნა. ვფიქრობ, სტუმრების განთავსების თვალსაზრისით რესტორანში სიტუაცია უმჯობესდება. პანდემიური შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, უფრო მეტ სტუმარს ვმასპინძლობთ,” - განმარტა ჩიკვაიძემ.

“სოფიკოში” რუს ტურისტებზე ბევრს არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მეზობელი ქვეყნიდან შემოსული მომხმარებლები ადრინდელივით მხარჯველუნარიანები არ არიან და პანდემიამდელ დანახარჯებთან შედარებით ახლა ნაკლებს ხარჯავენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მარტიდან დახურულ და ღია ობიექტებში ერთ მაგიდასთან ჯდომის წესი შეიცვალა და სტუმრების რაოდენობის განსაზღვრაზე შეზღუდვები მოიხსნა, რაზეც ბიზნესების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი სექტორს განვითარებაში ხელს შეუწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები