რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით უნდა მიუთითონ, - ამის შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტომ გაავრცელა. როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, კვების მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო, ანუ ჯამური ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი, მათ შორის, მომსახურების გადასახადი. როგორ აფასებენ ჰორეკა სექტორში ამ გადაწყვეტილებას?
სტუმარი: მაკა ცაბუტაშვილი - “თაშრეს" დირექტორი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად