მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნებში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებისას 5-ჯერ აღემატებოდა - თიბისი კაპიტალი

რესტორნები

2025 წლის დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯებზე წლიურად 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 36 ლარი შეადგინა.

ამავე თვეში, „თიბისი ბანკის“ არხებით, რეზიდენტებმა რესტორნებში უნაღდო დანახარჯების 68%, ხოლო არარეზიდენტებმა 32% დახარჯეს.

თიბისი ბანკის არხებით, 2025 წლის დეკემბერში, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 27 ლარს გაუტოლდა.

არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 94%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 140 ლარი დაფიქსირდა, რაც მიმდინარე თვეში რეზიდენტების მაჩვენებელს დაახლოებით 5-ჯერ აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები