TEDxTbilisi Youth 2024-ის ღონისძიების თარიღი გადაიდო. ინფორმაციას თავად TEDxTbilisi ავრცელებს.
"ყველას, ვინც ბილეთი შეიძინეთ, შეგიძლიათ დაიბრუნოთ თანხა ან გამოიყენოთ იგივე ბილეთი ახალ თარიღზე", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების გადადება "რუსულ კანონთან" დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება.
"ძვირფასო მეგობრებო,ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია არ გვაძლევს საშუალებას, რომ იმ მუხტით ჩავატაროთ ღონისძიება, როგორც TEDxTbilisi-ს ჩვევია.
ვხვდებით, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ძალების გაერთიანება და ის რესურსი, რომელიც ღონისძიების ორგანიზებას უნდა მოვახმაროთ, გარეთ პროტესტებზე უფრო საჭირო იქნება!ამიტომ, ჩვენს სპიკერებთან და პარტნიორებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავდოთ ღონისძიება - განახლებულ თარიღს გაგიზიარებთ.
ყველას, ვინც ბილეთი შეიძინეთ, შეგიძლიათ დაიბრუნოთ თანხა ან გამოიყენოთ იგივე ბილეთი ახალ თარიღზე. ყველა სიახლეს გაიგებთ ჩვენი გვერდიდან. შევხვდებით იქ, სადაც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან", - წერია ინფორმაციაში.