მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Revolut-ი ჯერაც საკრედიტო ლიცენზიას ელოდება

Revolut

მსოფლიოს წამყვანი ნეობანკი, ბრიტანულ Revolut-ი მშობლიურ გაერთიანებულ სამეფოში განვითარებას აგრძელებს, მაგრამ მარეგულირებელი, როგორც ჩანს, ამ პროცესს გარკვეული დროით აჭიანურებს. საცალო მომხმარებლებისთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებისთვის მისაღები ლიცენზიის თაობაზე Revolut-მა მარეგულირებელს ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართ, მაგრამ ინგლისის ცენტრალური ბანკისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

ამ ლიცენზიით, Revolut-ის 11 მილიონი ბრიტანელი მომხმარებელი ნეობანკისგან სესხების მიღებას შეძლებს, რასაც ნეობანკი ირლანდიაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში მცხოვრებ ევროპელ მომხმარებელს უკვე სთავაზობს. თავად საბანკო ლიცენზია Revolut-მა გასული წლის ივლისში მიიღო, ოღონდ გარკვეული დათქმებით. შეზღუდვებს შორის დეპოზიტის მაქსიმალურ მოცულობად £50,000 განისაზღვრა და დამატებითი შეზღუდვა სესხებზე დაწესდა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს დაფუძნებული Revolut-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნეობანკია, რომელსაც ინვესტორები $48 მილიარდად აფასებენ. გასულ წელს, კომპანიამ $1-მილიარდიანი წმინდა მოგება მიიღო და მომხმარებელთა რაოდენობა 38%-ით გაზარდა. დღეს, Revolut-ის სერვისები 50-ზე მეტ ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, სადაც ნეობანკს 60 მილიონამდე ადამიანი იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები