მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Revolut-მა ბრიტანეთში სრული საბანკო ლიცენზია მიიღო

Revolut

ბრიტანულმა ფინტექ გიგანტმა, Revolut-მა, მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში სრული საბანკო ლიცენზია მოიპოვა.

მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება კომპანიისთვის გარდამტეხი მომენტს წარმოადგენს, რადგან ის Revolut-ს საშუალებას აძლევს, ბრიტანულ ბაზარზე ნეობანკიდან სრულფასოვან ფინანსურ ინსტიტუტად გარდაიქმნას და პირდაპირ დაუპირისპირდეს ისეთ ტრადიციულ ბანკებს, როგორებიც არიან: HSBC და Barclays.

ლიცენზიის მიღება ნიშნავს, რომ Revolut-ი ახლა შეძლებს მომხმარებლების დეპოზიტების სრულად დაზღვევას ბრიტანეთის ფინანსური მომსახურების საკომპენსაციო სქემის ფარგლებში, რაც $85,000-მდე დეპოზიტის დაცვას გულისხმობს.

გარდა ამისა, კომპანიას ეხსნება გზა საკრედიტო პროდუქტების, იპოთეკური სესხებისა და შემნახველი ანგარიშების სრულად ასამოქმედებლად.

ანალიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის Revolut-ის საბაზრო ღირებულებას, რომელიც უკვე ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სტარტაპად ითვლება მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები