მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Rheinmetall-ი ლიეტუვაში საწარმოს გახსნის

Rheinmetall

გერმანული თავდაცვის ინდუსტრიის გიგანტი, Rheinmentall-ი ლიეტუვაში, ქალაქ ბაისოგალაში ახალ ქარხანას გახსნის. მისი დანიშნულება საარტილერიო ჭურვების წარმოება იქნება. ობიექტი საქმიანობას 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს და წლიურად 155-მილიმეტრიან 100,000 ჭურვს დაამზადებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლიეტუვაში დაანონსებული საწარმო მხოლოდ საბრძოლო მასალის შექმნაზე არ იქნება გათვლილი და მის ბაზაზე ყოველწლიურად ასობით ათასი ასაფეთქებელი მოწყობილობა დამზადდება. საუბარია ნივთიერებაზე, რომელიც რაკეტების აგებისას გამოიყენება.

ახალი საწარმო გერმანული თავდაცვის ინდუსტრიის გიგანტისა და ლიეტუვური სახელმწიფო კორპორაციის ერთობლივი წამოწყება იქნება და მისი 51%-იანი წილის მფლობელი Rheinmetall-ი იქნება. ოფიციალურ ვილნიუსში მოელიან, რომ გერმანული სამხედრო ქარხნის გახსნით ქვეყნის პოზიციები NATO-ში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამასთან, ლიეტუვა აღმოსავლეთ-ევროპის თავდაცვის სტრუქტურაში დამატებით როლს შეიძენს. რაც შეეხება Rheinmetall-ის, ეს პროექტი კომპანიას არამარტო შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება, არამედ ხელს შეუწყობს საარტილერიო ჭურვებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები