Rhenus Group ყაზახეთში პირველ საკუთარ სარკინიგზო ტერმინალს ხსნის. კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალი, რომელიც ალმათის მახლობლად , ბაისერკეს სადგურზე მდებარეობს, ჩინეთის, ცენტრალურ აზიისა და ევროპას შორის იმპორტისა და ექსპორტის ტვირთნაკადების დამუშავებაზეა ორიენტირებული.
იანვრის დასაწყისიდან ტერმინალი QAZContargo Almaty Ltd. ბრენდით ფუნქციონირებს და ეროვნულ და საერთაშორისო სარკინიგზო ქსელებზე პირდაპირი წვდომა აქვს. ტერმინალის ოპერაციულ მართვას კომპანია Contargo Group საერთაშორისო საკონტეინერო ლოგისტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე და „Rhenus Group“-ის მრავალწლიანი პარტნიორი ახორციელებს.
Rhenus Group-ის ინფორმაციით, ტერმინალის ინფრასტრუქტურა გათვლილია საკონტეინერო გადაზიდვების მომსახურებასა და ბლოკ-მატარებლების ფორმირებაზე. კლიენტებისთვის ხელმისაწვდომია საკონტეინერო დეპოს მომსახურება, საბაჟო შენახვა, ღია საბაჟო მოედანი კონტეინერების დამუშავებისთვის, აგრეთვე სარკინიგზო გადაწყვეტილებები ტვირთების გადატვირთვისთვის.
Rhenus Group ყაზახეთში, დაახლოებით, ოცდაათი წელია მოღვაწეობს და ალმათის, ასტანასა და კარაგანდას ოფისების მეშვეობით საექსპედიტორო და ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. „საკუთარი სარკინიგზო ტერმინალის გაშვებას კომპანიის საქმიანობა რეგიონში ხარისხობრივად ახალ დონეზე აჰყავს — ტრადიციული ექსპედირებიდან კომპლექსურ მულტიმოდალურ გადაწყვეტილებებამდე საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
ტერმინალის ინტეგრაცია „Rhenus Group“-ის არსებულ ქსელში ხელს უწყობს მიწოდების ჯაჭვების ეფექტურობის ამაღლებას და ყაზახეთის, როგორც ევრაზიული სივრცის ერთ-ერთი საკვანძო სატრანზიტო ჰაბის როლს ამყარებს“, - ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ახალი ტერმინალი QAZContargo — ეს არის ჩვენი პრაქტიკული პასუხი ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ საიმედო და მოქნილ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებზე მზარდ მოთხოვნაზე. ეს ინვესტიცია აძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეგიონში და ასახავს Rhenus-ის გრძელვადიან სტრატეგიას ცენტრალურ აზიაში მდგრადი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით“, - აცხადებს Rhenus Group-ის მმართველობის წევრი ანდრეას შტოკლი.
Rhenus Group მსოფლიოს წამყვან გლობალურ ლოგისტიკურ ოპერატორია. კომპანია 70-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 1 330 ოფისისგან შემდგარ ქსელს მართავს, რომელიც აერთიანებს 41 000-ზე მეტ პროფესიონალს მთელ მსოფლიოში. ჯგუფის წლიური ბრუნვა 8,2 მილიარდ ევროს შეადგენს. Rhenus სთავაზობს კომპლექსურ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს მიწოდების მთელი ჯაჭვის გასწვრივ — საერთაშორისო გადაზიდვებიდან და სასაწყობო ლოგისტიკიდან, საბაჟო გაფორმებასა და ინოვაციურ სერვისებამდე.




























