მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიჩარდ ბრანსონი ოლეგ ტინკოვისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს - Novaya Gazeta

64b6d5ca36bfa
გიორგი არონია
18.07.23 22:15
683

მრავალპროფილური ტექნოლოგიური ჰოლდინგის, Virgin-ის დამფუძნებელი, მილიარდერი რიჩარდ ბრანსონი გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ერთ დროს რუსეთის ყველაზე წარმატებულ ანტრეპრენიორად წოდებული ოლეგ ტინკოვისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას, - ამის შესახებ ავტორიტეტული რუსული გამოცემის, Novaya Gazeta-ს ევროპული ბიურო წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რომელიც, თავის წილ, ბრიტანულ The Times-ს ეყრდნობა, ბრანსონი, რომელიც ტინკოვს ოცი წელია, რაც იცნობს, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უსაფუძვლოს უწოდებს. “კი, ის ნამდვილად იყო მდიდარი რუსი ბიზნესმენი, მაგრამ არასდროს ყოფილა ოლიგარქი - მას თვითშემდგარი და აქტიური ანტრეპრენიორის სახელით ვიცნობდი. მხარს მას ამის გამო ვუჭერდი და ეს დღესაც ასეა”, - ვკითხულობთ The Times-ის მასალაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებმა, რუსეთის განსაკუთრებულად მდიდარ ადამიანებს სანქციები დაუწესა. თავის დროზე, ამ სიაში მოხვდა Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვიც, მაგრამ მოგვიანებით, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გარკვეული ნაწილი გაუქმდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2022 წლის ოქტომბერში, ტინკოვმა, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, საკუთარი ბანკი “კაპიკებში” გააყიდვინეს, რუსეთის მოქალაქეობა დათმო.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები