მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიჩარდ ბრანსონის VIRGIN ORBIT გაკოტრდა | თანამშრომლების 90% გათავისუფლებულია

6426d1181a57f
გიორგი თოლორდავა
31.03.23 18:40
730
მილიარდერი ბრიტანელი მეწარმის, რიჩარდ ბრანსონის მფლობელობაში არსებული Virgin Orbit-ი იხურება. კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლების 90% უკვე დაითხოვა.

Virgin Orbit-ის ძირითადი საქმიანობა მზიდი თვითმფრინავის დახმარებით კოსმოსში რაკეტებისა და სატელიტების გაშვება იყო. გარდა ამისა, Orbit-ის ხომალდი აქტიურად გამოიყენებოდა კვლევითი პროექტებისა და ექსპერიმენტების განსახორციელებლად.

2017 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ სატელიტების გაშვების მიმართულებით არაერთ წარმატებას მიაღწია და ის ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა, თუმცა 2021 წელს ბრიტანეთში ჩატარებული მისია კრახით დასრულდა, რის შემდეგაც კომპანიის წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი დაიწყო.

აღნიშნული მოვლენიდან მალევე კერძო კონტრაქტორებმა Orbit-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კი მკვეთრად გაუარესდა. გასული წელი Virgin Orbit-მა $50-მილიონიანი ზარალით დაასრულა და საბოლოო ჯამში ის გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა.

Orbit-ი რიჩარდ ბრანსონის ჰოლდინგის, Virgin Group-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია გასულ წელს 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ამჟამად მისი ღირებულება საფონდო ბირჟაზე 90%-ითაა შემცირებული.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები