მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიგგარეშე არჩევნები, თამარ ჟვანიას გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ოპოზიციის საერთო მოთხოვნები

5fa7eb26bb892
BM.GE
08.11.20 16:45
1102
საქართველოს მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ.

აქციაზე პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის საერთო მოთხოვნები წარადგინა, რომელზე პასუხისთვისაც ისინი ბიძინა ივანიშვილს ვადას დღეს, საღამოს 20:00-მდე აძლევენ.

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია:

1) ხელახალი თავისუფალი არჩევნები;
2) თამარ ჟვანიას გათავისუფლება;
3) პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლება.

"გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, როგორ გაგრძელდება პროტესტი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იქნება მშვიდობიანი ფორმებით.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარედ ტერიტორია სრულად დაკავებული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 1%-იანი ბარიერი სულ 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. ამასთან, მაჟორიტარული წესით პირველივე ტურში "ქართულმა ოცნებამ" 14 ოლქში გაიმარჯვა, 16 ოლქში კი მეორე ტური უნდა ჩატარდეს. არსებული მდგომარეობით, ყველაზე მეტი - 75 მანდატი "ქართულ ოცნებას" აქვს, საიდანაც 61 პროპორციული წესით, 14 კი მაჟორიტარული წესით მიიღო. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" - 35 მანდატით, შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველო" (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი).

3 ნოემებრს კი ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და აპირებენ ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმას, რათა ამომრჩეველთა ნების გამომხატველი შედეგების დაფიქსირება მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები