მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიჟვაძე: ოცნების ქალაქი შენდება, რათა საფრთხისშემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას

61687a8319883
BM.GE
14.10.21 23:10
642
„ოცნების ქალაქში“ ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

„საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვყავს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. ოცნების ქალაქი შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხისშემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ყველა აქ მაცხოვრებელ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და ყველა აქ მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ესაჭიროება, იქნება დაკმაყოფილებული ბოლომდე, ბოლო ოჯახამდე“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები