მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიკო": გვქონდა ძალიან მაღალი ლიკვიდურობა, სწორედ ამ ბალიშებმა გვიშველა

5ecad41ac6f9b
ანუკა ჯოხაძე
25.05.20 10:25
1603
“ამ დროისთვის დახმარების საჭიროებას ვერ ვხედავ”, - ამის შესახებ BM.GE-თან “რიკო კრედიტის” ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

როგორც ნიკოლაიშვილი ამბობს, "რიკო კრედიტს" ამ ეტაპზე ლიკვიდuრობის პრობლემა არ აქვს და საკმარისი რაოდენობის ფულადი რეზერვები გააჩნია.

“რაიმე პრობლემის შემთხვევაში ან ეროვნული ბანკის მხრიდან ან სხვა სტრuქტურებიდან დახმარების შანსი იყო, ფაქტობრივად, ნული, იმიტომ რომ თუ კომერციულ ბანკს შეექმნებოდა პრობლემა, ეროვნული ბანკი დაეხმარებოდა და დაეხმარა კიდეც, მიკროსაფინანსოები ეს სტრუქტურა არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ლიკვიდურობა, შესაბამისად, სწორედ ამ ბალიშებმა გვიშველა. ამ მომენტისთვის რაიმე დახმარების საჭიროებას ვერ ვხედავ”, - აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები