რიკოთის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე, წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა შეზღუდულია - შესაბამის განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა გაწყლოვანებული მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.




























