მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის მაგისტრალი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - პაველ ჰერჩინსკი

EU ელჩი
BM. GE
28.10.23 15:33
58

„ის, ვინც არ მიდის წინ, მიდის უკან“. მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა დავაკავშიროთ საქართველო ევროკავშირთან,“ - ამ სიტყვებით მიმართა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას, რომლის თარგმანსაც "ტვ იმედი" აკეთებდა.

მისი თქმით, ეს მაგისტრალი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.

„ეს მაგისტრალი გახლავთ გაფართოებული ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელისა, რომელიც გვაძლევს რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობებს გაზრდილი დაკავშირებადობის მეშვეობით. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა აბრეშუმის ფორუმის დროს, ამ კვირაში, საქართველო მიისწრაფვის, რომ გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი და ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტებისა. აღნიშნული ინვესტიცია სერიოზულად შევსებულია ევროკავშირის გრანტებით, რომლებიც მიბმულია საგზაო უსაფრთხოების ზომებს. ეს სერიოზულად შეიტანს წვლილს რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებაში. ამავე დროს, შეარბილებს რისკებს, რომელიც ასოცირებულია საგზაო მოძრაობასთან.

ჩვენ მადლობელი ვართ ევროპული საინვესტიციო ბანკის, რომელიც აფინანსებს აღნიშნულ ინვესტიციებს. ამ მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების რეალიზაციაში, ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.

მინდა, გავიმეორო ციტატა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დელ ლაიენმა თქვა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“. მან გოეთეს ციტირება მოახდინა და განაცხადა, „ის, ვინც არ მიდის წინ, მიდის უკან“. მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა დავაკავშიროთ საქართველო ევროკავშირთან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები