მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის მაგისტრალთან სარისკო ფერდის გამაგრებისთვის 64-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

პროექტი რიკოთი

საქართველოს მთავრობამ რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მაგისტრალთან (თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 149-კმ) არსებული სარისკო ფერდობის გამაგრებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 64 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მეშვეობით ფერდობის სრული სტაბილიზაცია უნდა მოხდეს.

ფერდობის დინამიკაში მოსვლა პირველად 2022 წლის ივნისში შენიშნეს, რის გამოც სახელმწიფომ გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დააწესა, მას შემდგომ მიმდინარეობდა ფერდობის მონიტორინგი და მთავრობის ინფორმაციით, მასზე ახალი მოძრაობა არ შემჩნეულა, რის გამოც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზაზე გადაადგილების შეზღუდვები მოხსნა. პარალელურად მიმდინარეობდა ხევის სტაბილიზაციის პროექტის მომზადება, შესაბამისი შესყიდვა კი სახელმწიფომ 13 ნოემბერს გამოაცხადა.

ტენდერს თან ახლავს 130-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია რა სახის საინჟინრო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ფერდობის გამაგრებისთვის, ასევე საინჟინრო მეთოდები, რომლის გამოყენებითაც კონტრაქტორმა განსაზღვრული ამოცანები უნდა შეასრულოს.

ტენდერის თანახმად პრეტენდენტებს წინადადების წარდგენა 13 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე შეეძლებათ.

“პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 (სამი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის გზაზე მოძრაობის აღდგენის და გზის 149-ე კილომეტრზე არსებული ფერდის შესახებ:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები