მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა - დეპარტამენტი

მაგისტრალი

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ლაფია.

კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტი წერს, რომ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები