მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რინა კალიურანდმა საქართველოში ესტონეთის ელჩის პოზიცია დატოვა

ესტონეთი

რინა კალიურანდმა საქართველოსი ესტონეთის ელჩის პოზიცია დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კალიურანდი LinkedIn-ის საშუალებით ავრცელებს. ყოფილი ელჩი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალ თანამდებობას დაიკავებს.

“მოხარული ვარ გაგიზიაროთ, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალ პოზიციაზე დავსაქმდი - რუსეთის, ბელარუსისა და ცენტრალური აზიის დივიზიის დირექტორად.

სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დავტოვე, თუმცა ის ყოველთვის მემახსოვრება და აუცილებლად დავბრუნდები”, - წერს კალიურანდი.

რინა კალიურანდი საქართველოსა და სომხეთში ესტონეთის ელჩი 2020 წლის აგვისტოდან იყო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას აღნიშნულ პოზიციებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები