მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ring-ის დამფუძნებელი, ჯეიმი სიმინოფი Ring-სა და Amazon-ს ტოვებს

6465f4fee7f72
გიორგი არონია
19.05.23 01:00
1047
სტატიაში საუბარია:
ვიდეოდომოფონების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Ring-ის დამფუძნებელი ჯეიმი სიმონოფი მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას და Amazon-ს ტოვებს.  he Verge-ის ინფორმაციით, მან Ring-ი ჯერ კიდევ 2018 წელს, $1 მილიარდად შეისყიდა.

გამოცემის ინფორმაციით, სიმინოფის წასვლის შესახებ თანამშრომლებს Ring-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ლიზ ჰამრენმა ამცნო და წასვლა სიმინოფის მიერ ახალი შესაძლებლობებისკენ სწრაფვით ახსნა. ამასთან, როგორც ჯეიმი სიმინოფი გამოსამშვიდობებელ წერილში აღნიშნავს, არ წარმოუდგენია კომპანია, რომლის წიაღში Ring-ი უკეთესად განვითარდება, ვიდრე Amazon-ში. თავად ჰამრენი ამ თანამდებობაზე მარტში დაინიშნა, რასაც, თავის დროზე, მედიაში ჯეიმი სიმინოფის წასვლასთან დაკავშირებით სპეკულაცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს დაფუძნებული Ring-ის შესახებ გლობალურმა აუდიტორიამ პირველად 2013 წელს გაიგო, როცა ჯეიმი სიმინოფი ამერიკულ ბიზნესგადაცემაში, Shark Tank-ში გამოვიდა, მაგრამ შეთავაზება ვერც ერთი ინვესტორისგან ვერ მიიღო. მოგვიანებით, წლების განმავლობაში, Ring-ი ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქების პოლიციასთან თანამშრომლობდა, რამაც საზოგადოებაში კომპანიის მიმართ ერთგვარი ნეგატიური დამოკიდებულება წარმოშვა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები