სამთო მოპოვების ინდუსტრიის გიგანტი Rio Tinto ლითიუმის მომპოვებელ კომპანია Arcadium-ს 3.3 მილიარდ დოლარად ყიდულობს.
Arcadium-ის პორტფელში არგენტინის, ჩინეთის, კანადისა და ავსტრალიის მასშტაბით ათობით საბადოს და ქარხანას შეხვდებით, კომპანიის შესყიდვით Rio Tinto-ს დაინტერესება კი სწორედ ამ მოცემულობით არის განპირობებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟაზე ლითიუმის ფასი თითქმის 85%-ითაა შემცირებული, ინვესტორები ამ მინერალის მიმართ მაინც დიდ პოტენციალ ხედავენ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მსოფლიოს მასშტაბით ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება, მათ კი, მოგეხსენებათ, ლითიუმ-იონური ბატარეები სჭირდებათ.
ცხადია, $3.3-მილიარდიანი გარიგება მომენტალურად ვერ განხორციელდება და ის კონკურენციის სააგენტომ უნდა განიხილოს, რომელმაც გარიგების დასრულებასთან დაკავშირებით საბოლოო დასტური უნდა გასცეს.