კრიპტოვალუტა XRP-ის გამომშვებმა კომპანია Ripple-მა ამერიკულ Circle-ს, რომელიც სტეიბლკოინ USDC-ის ემიტენტია, ბიზნესის გამოსყიდვის სანაცვლოდ 5 მილიარდი დოლარი შესთავაზა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Circle-ის ინვესტორებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს, რადგან მათ აქვთ მოლოდინი, რომ საფონდო ბირჟაზე დებიუტის შემდეგ, კომპანიის კაპიტალიზაცია გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს 5 მილიარდი დოლარია.
თავად Circle-ის კუთვნილებაში არსებული USDC-ის კაპიტალიზაცია 62 მილიარდ დოლარს შეადგენს და კრიპოტვალუტების რეიტინგში ის მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო სტეიბლკოინების სიაში ის მეორე ადგილზეა, რა თქმა უნდა, Tether-ის მიერ გამოშვებული USDT-ის შემდეგ.
XRP-ის რაც შეეხება, მისი კაპიტალიზაცია $130 მილიარდია და როგორც ჩანს, Ripple-ს USDC-ის გამოსყიდვით პორტფელის გაფართოება სურდა, თუმცა გარიგება ამ ეტაპზე ჩავარდნილად შეიძლება ჩაითვალოს.