საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სუბირ ლალის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულ, საკმაოდ ზომიერ მაჩვენებლებს უახლოვდება. ასე უპასუხა მან ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებულ კითხვას რის საფუძველზე გააუმჯობესა IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.
„იყო პერიოდი, როცა ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო, რაზეც სხვადასხვა კომპონენტმა მოახდინა გავლენა: პოსტკოვიდის, „ლოკდაუნის“ შემდეგ მოხდა ეკონომიკის აღორძინება, გამოღვიძება, გამოფხიზლება; გარდა ამისა, ფინანსური შემოდინება გაიზარდა, ასევე გაიზარდა ადგილობრივი მოთხოვნა და ტურიზმი; გავლენა მოახდინა ვაჭრობამ, ექსპორტმა და იმპორტმა - ეს ის მიზეზებია, რამაც ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. ეს არ ხდებოდა მხოლოდ საქართველოში - ეს ყველგან ასე იყო, მაგრამ ასეთი მაღალი მაჩვენებლების მუდმივად შენარჩუნება არ ხდება.
ეს ვერც მოხერხდება, მერე ისევ ხდება სიტუაციის ნორმალიზაცია. ნორმალიზაცია ხდება და მაინც კარგი მდგომარეობაა, ზოგადი, ეკონომიკის კუთხით. მაჩვენებლები საკმაოდ სტაბილურია - 5%, ხუთზე მეტი. როგორც ითქვა, სტრუქტურული რეფორმებიც ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენ ვუახლოვდებით პროგნოზირებულ, საკმაოდ ზომიერ მაჩვენებლებს“, - განმარტა სუბირ ლალიმ.
IMF-მა 2024 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.7%-მდე გაზარდა