მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რისკია, რომ არ მივიღოთ იმაზე მეტი რეგულაცია, ვიდრე საჭიროა - არჩილ გაჩეჩილაძე

620a72388c168
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.22 10:10
650
Forbes Talks-ის ეთერში “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საბანკო სფეროს ინვესტორთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალი რეგულაციებია. მისი თქმით, რეგულაციების საჭიროზე მაღალი ტემპით მიღება ბანკებისგან მნიშვნელოვან დანახარჯებს საჭიროებს. არჩილ გაჩეჩილაძის განმარტებით, ამ მხრივ ბოლო 2-3 წელი საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა ამჟამად სარეგულაციო თვალსაზრისით განჭვრეტადობა გაუმჯობესებულია.

“2018 წლის არა მარტივი რეგულაციების შემოღების შემდეგ, ჯამში ბევრი მოქალაქის შესაძლებლობა შეზღუდა, რომ კრედიტი აიღოს და აქედან გამომდინარეა საკრედიტო რესურსი ეკონომიკაში, რისკიც არის შემცირებული.

მეორე მხრივ, როგორც ინვესტორმა ისე რომ შევხედოთ ამ ყველაფერს: ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი რისკი არის, იმაზე მეტი რეგულაციები არ მივიღოთ, ვიდრე აუცილებელია სხვადასხვა მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამ მხრივ ბოლო ერთი ორი წელია განჭვრეტაობა მომატებულია და მივესალმებით ამას. იმიტომ რომ ძალიან დიდი რეფორმები ჩატარდა ფინანსური თვალსაზრისით, ევროპასთან დაახლოვების კუთხით იმდენი რეფორმა გატარდა, რომ უჩვეულო იყო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამდენი ცვლილების გატარება. ეს უზარმაზარ რესურსს მოითხოვს, რომ მოვერგოთ ახალ რეგუალციებს მუდმივად და იმედია, ცვლილებები ამ ინტენსივობით არ გაგრძელდება,”- განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე.

საბანკო სფეროსთვის დაწესებული რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში ლარიზაციის პოლიტიკას უკავშირდება. ერთ-ერთი ბოლო ცვლილებაც, რაც სავალუტო იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის 10-წლამდე შეზღუდვას შეეხება სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები