პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის თქმით, მოძალადეთა გამჭვირვალე ბაზის შექმნის მიზანი იქნება, რომ საზოგადოებას მორალური რეაქცია ჰქონდეს და იცოდეს, თუ ვინ ახორციელებს მათზე ზეწოლას.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამგვარი ბაზის შექმნით მორალური ტერორის სპირალი უნდა შეჩერდეს.
„ზოგადად, ის დაპირისპირება, რომლის გამოწვევასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ზიზღის კამპანიით და ამაში საზოგადოება დააპირისპიროს ერთმანეთს, ეს თავისთავად ნიშნავს სპირალში შესვლას. სწორედ ამას სჭირდება შეჩერება. ის, რაც დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მორალური ტერორი - ზუსტად ეს სპირალი უნდა შეჩერდეს. როცა ხდება ნორმალიზება მორალური ტერორისა, უნდა შეჩერდეს. ეს დღეები ხორციელდება მორალური ტერორი სპორტსმენებზე, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებზე, პოლიტიკოსებზე, მათი ოჯახის წევრებზე, ტელეფონის ნომრების გამოყენება და ა.შ. ჩვენი მიდგომის მიზანი არის, რომ ის, რისი ნორმალიზებაც სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მორალური ტერორის ქვეშ ამყოფოს ჩვენი საზოგადოება, რა თქმა უნდა მიუღებელია. ყველა, ვინც ჩართულია მორალურ ტერორში, იქნება ხელშემწყობი, თუ იდეების გამზიარებელი, საჯაროდ წარმოდგენით - იქნება მხილებული. რატომ ერიდებათ რომ იყვნენ მხილებული? რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას - გამოძიებები დაწყებულია და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ იქნება“.
კითხვაზე, რა შედეგებს მოიტანს ბაზის გამოქვეყნება და რა იგულისხმება მორალურ რეაქციაში, პაპუაშვილი ასე პასუხობს: „ადამიანებზე ხდება ზეწოლა. ამოქმედებულია ადამიანების მორალური დათრგუნვის ინსტიტუტი და ა.შ. ბაზაც ამას ეხმაურება, ის, ვინც ამას საჯაროდ აკეთებს, საზოგადოებამ ნახოს გამჭირვალედ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მათზე მორალურად ძალადობენ“.