მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rivian-მა Mercedes-თან თანამშრომლობის გეგმები გადადო | კომპანიის აქციები ეცემა

63987e7b98889
გიორგი თოლორდავა
13.12.22 17:40
880
ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Rivian-მა Mercedes-Benz-თან თანამშრომლობით გერმანიაში კომერციული სატვირთოების წარმოების გეგმა გაურკვეველი ვადით გადადო.

Rivian-ის წარმომადგენლობის განმარტებით, გლობალური რისკებისა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, ევროპაში ელექტრო სატვირთოების გეგმა გადაიდო.

კომპანიის დირექტორის, რობერტ სქარინგის განცხადებით, გუნდის სრული ფოკუსი ადგილობრივ წარმოებაზე და მოკლევადიან პერსპექტივაზე უნდა გაკეთდეს, რათა Rivian-მა რეცესიის გადალახვა შეძლოს.

პარტნიორობის გადადების მიუხედავად, კომპანიის CEO არ გამირეცხავს მომავალში Mercedes-თან სხვა სახის პროექტებზე თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

Rivian-ი კალიფორნიაში 2009 წელს დაფუძნდა, მისი უმსხვილესი ინვესტორი კომპანია Amazon-ი და მისი დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსია. Rivian-ი ამჟამად ელექტრო SUV-ების და პიკაპების წარმოებითაა დაკავებული, ზემოხსენებული სატვირთო კი სწორედ Amazon-ზე იყო გათვლილი.

პარტნიორობის შეწყვეტის სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს, კომპანიის აქციების ფასი გასულ 24 საათში 6.2%-ით დაეცა, Rivian-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 23 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები