მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RIVIAN-მა თითქმის ყველა ელექტრომობილი უკან გაიწვია - ბირჟაზე კომპანიის აქციები ეცემა

63441c7b3a192
გიორგი თოლორდავა
10.10.22 17:23
1385
ჯეფ ბეზოსის რჩეული Rivian-ი მორიგი გამოწვევის წინაშეა, ამჯერად ავტომწარმოებელ კომპანიას თითქმის ყველა ელექტრომობილის უკან გაწვევა უწევს.

13,000 ერთეული ელექტრომობილის უკან გახმობის მიზეზი მოშვებული ჭანჭიკებია, რამაც შესაძლოა მძღოლს საჭის კონტროლის დაუკარგოს და მანქანა მოძრაობის პროცესში უმართავი გახადოს.

ზოგადად, მანქანების უკან გაწვევა ავტოინდუსტრიისათვის დამახასიათებელი მოვლენაა და მას ინვესტორები დიდ ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა Rivian-ის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა.

მიუხედავად იმისა, რომ Rivian-ის უკან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი დგას, ის ისევ მცირე ზომის კომპანიად რჩება, რომლის რესურსებიც შეზღუდულია, ქარხნის საწარმოო პროცესის შეჩერება და სამუშაო ძალის აწ უკვე მზა პროდუქტის ტექნიკური წუნის გამოსწორებაზე მიმართვა კი, კიდევ უფრო შეამცირებს კომპანიის საწარმოო შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იმის შანსს, რომ Rivian-მა წელსაც ვერ შეძლოს ანალიტიკოსების მოლოდინების გამართლება.

ბუნებრივია, ამ რისკს კარგად აცნობიერებენ ინვესტორები, რასაც მკაფიო ასახვა მოჰყვება კომპანიის კაპიტალიზაციაზე. საფონდო ბირჟის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე Rivian-ის აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით შემცირდა; საბაზრო კაპიტალიზაცია კი $31 მილიარდამდე დაეცა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Rivian და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები