მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[რიჟვაძის საქმეზე] საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს შეგნებულად არ ამბობენ, რომ პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე
03.09.25 14:08
475

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოები თორნიკე რიჟვაძის საქმეზე „რაღაცებს შეგნებულად არ ამბობენ, რომ პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ”.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჰქონდა კონტაქტი თორნიკე რიჟვაძის ოჯახის წევრებთან, მაგრამ არა პირადად მასთან.

"არსებობს რაღაც ჩარჩო რის იქით ვერც დეპუტატი გადის, რომელსაც საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ვთქვათ სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელს. მე ამ საქმეში საკმაოდ დიდი ინფორმაცია მქონდა. აწი ალბათ, უფრო მეტს გავიგებ. ერთი შემიძლია გითხრათ, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ, არ ამბობენ შეგნებულად, რომ ამ პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ამორალური იქნება ასე რომ გაკეთდეს. აქედან გამომდინარე, ხდება სარგებლობა ამ თემით. ანუ თქვენ თუ როდესაც იცით, რომ თუ სიმართლე შეიძლება ითქვას იქ რაღაც პერსონალურ საკითხებზე შეიძლება აუცილებელი იყოს საუბარი და ამის გამო სპეკულირებდეთ იმიტომ, რომ იცით, ამ პერსონალურ საკითხებს მორალურად გამართული მმართველი გუნდი არ და ვერ გაახმოვანებს.

დიახ, მე მის [თორნიკე რიჟვაძის] ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავედი, პირადად მასთან არა. ეს არის მისი სურვილი, რომ გარშემომყოფებთან თითქმის არავისთან ურთიერთობა არ აქვს და აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც ჩვენ ამას ყველა გაგებით ვეკიდებით.

თორნიკე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი და დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის, მმართველი გუნდის წინაშე. ის არის ჩვენი მეგობარი, როგორც თქვენ აპელირებდით ისეთი ახლო მეგობარი არა, მაგრამ მეგობარი და ა.შ.”,- თქვა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები