მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რკინიგზაში მიმდინარე პროექტები და გამოწვევები - საქართველოს რკინიგზის გენდირექტორი ყოველწლიურ კონფერენციაზე

61b31e2a18916
ვიქტორია მღებრიშვილი
10.12.21 13:33
387

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, უკვე  მეორედ, ყოველწლიური კონფერენცია „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართა.

საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოებისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე, შავ ზღვაზე საბორნე/ფიდერული სერვისების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე - კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს.

ღონისძიებაზე პრეზენტაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. დავით ფერაძემ დელეგატებს საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები გააცნო. განხილული იყო შუა დერეფნის მიღწევები და განვითარების პერსპექტივები. ასევე საქართველოს, როგორც სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობები.

ღონისძიების მთავარი მიზანი ევროპასთან თანამშრომლობის გაზრდა, შავი ზღვის ლოგისტიკური პოტენციალის და ახალი პერსპექტივების განხილვა იყო. კონფერენციას  საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების,  დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები