მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რობერტ ფიცო საქართველოს ეწვევა - როგორია ეკონომიკური კავშირი ორ ქვეყანას შორის?

ფიცო კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთშია. ვიზიტის ფარგლებში გაირკვა, რომ საქართველოში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება.

BM.GE დაინტერესდა, როგორია სავაჭრო ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის, რომლებიც 2022 წლიდან პოლიტიკურ კავშირებს მკვეთრად აძლიერებენ.

ვაჭრობა

2025 წელს სლოვაკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირედით 33.7 მლნ აშშ დოლარიდან 35.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აქედან ექსპორტი მხოლოდ 9.9 მლნ აშშ დოლარია იმპორტი კი 25.3 მლნ აშშ დოლარი.

ექსპორტის ზრდა 76.2%-ია. TOP-5 სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს

  1. შერეული მერქნის ფანერები და პანელები - 5.3 მლნ აშშ დოლარი;
  2. თხილი და სხვა კაკალი - 2.8 მლნ აშშ დოლარი;
  3. დაკონსერვებული მცენარის ნაყოფები - 666.9 ათასი აშშ დოლარი;
  4. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 658.9 ათასი აშშ დოლარი;
  5. მსუბუქი ავტომობილები - 195.7 ათასი აშშ დოლარი.

იმპორტი შემცირებულია 9.7%-ით. TOP-5 სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს

  1. მსუბუქი ავტომობილები - 7.1 მლნ აშშ დოლარი;
  2. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 2.8 მლნ აშშ დოლარი;
  3. სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები - 1.8 მლნ აშშ დოლარი;
  4. სამართებლები და მათი პირები - 1.2 მლნ აშშ დოლარი;
  5. იარაღი და ინვენტარი ფიზკულტურული საქმიანობისათვის - 855.3 ათასი აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მონაცემი, ორ ქვეყანას შორის დაფიქსირებული სავაჭრო ბრუნვის მაქსიმუმია.

FDI

სლოვაკეთიდან საქართველოში 2025 წლის სამ კვარტალში 5.7 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.

გასული წლების მონაცემები კი ასეთია:

  1. 2024 წელი - 9.4 მლნ აშშ დოლარი;
  2. 2023 წელი - 266 ათასი აშშ დოლარი;
  3. 2022 წელი - 4.2 მლნ აშშ დოლარი;
  4. 2021 წელი - -1.3 მლნ აშშ დოლარი;
  5. 2020 წელი - 16.6 მლნ აშშ დოლარი.

ტურიზმი

მიმდინარე წლის იანვარში სლოვაკეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.

2025 წელს საქართველოს სლოვაკეთიდან 6 155 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 10.4% ზრდაა. რაც შეეხება 2023 წელს, საქართველოში სლოვაკეთიდან 4 812 ვიზიტორი სტუმრობდა.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, მაჩვენებელი ნულოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები