მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობერტ ფიცომ კლინიკა დატოვა და მკურნალობას სახლში აგრძელებს

ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, თავდასხმიდან ორი კვირის შემდეგ, კლინიკა დატოვა და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფომ, სადაც სლოვაკეთის პრემიერი თავდასხმის შემდეგ მკურნალობდა, განაცხადა, რომ გამოკვლევების და რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ, ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობამ პროგრესი აჩვენა.

პრემიერზე თავდასხმა 15 მაისს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავადან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მოხდა, როდესაც პრემიერი მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, მხარდამჭერებს ესალმებოდა. თავდამსხმელმა ფიცოს, ახლო მანძილიდან, 4 ტყვია ესროლა. 59 წლის პრემიერ-მინისტრმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მუცლის არეში მიიღო და მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

პრემიერზე თავდამსხმელი, 71 წლის სლოვაკი მწერალი და პოეტი, იურაი ცინტულა, შემთხვევის ადგილზე დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები