მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

მეცოლა

ევროპარლამენტის 720 წევრს მომდევნო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კვლავ რობერტა მეცოლა უხელმძღვანელებს. ის ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

დღეს გამართულ კენჭისყრაში, 45 წლის ქრისტიან-დემოკრატმა ახალარჩეული დეპუტატების მიერ მიცემული 623 ხმიდან 562 ხმა მოიპოვა. მემარცხენეების მიერ წარდგენილმა ირინე მონტერომ კი მხოლოდ 61 ხმა მიიღო.

რობერტა მეცოლა, რომელიც მალტადანაა, ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველად 2022 წლის იანვარში აირჩიეს, მისი წინამორბედის, დევიდ სასოლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები