მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობინ დანიგენი: მჯერა, რუსეთი მტრულ აქტივობებს ახორციელებს საქართველოში

6426acfcbe2de
BM.GE
31.03.23 13:46
485
„ჩვენ გვსურს დემოკრატიული საქართველო, რომელიც მტკიცედ იქნება ინტეგრირებული დასავლეთთან, რომელიც შეძლებს საკუთარი საზღვრების დაცვას და შეძლებს წინ აღუდგეს რუსეთის მტრულ ქმედებებს“, - ასე დაიწყო საუბარი რობინ დანიგენმა, პრეზიდენ ჯო ბაიდენის წარდგენილმა დიპლომატმა სენატში გამართულ მოსმენაზე, სადაც მისი, როგორც საქართველოში ამერიკის მომავალი ელჩის ნომინაციაზე მოსმენა გაიმართა.

რობინ დანიგენმა სიტყვით გამოსვლაში იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებიც მას, როგორც ამერიკის ელჩს საქართველოში ექნება. ესენია: საელჩოს თანამშრომლებისა და ამერიკელების უსაფრთხოების დაცვა საქართველოში; საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე მუშაობა და რუსეთის იძულება შეასრულოს 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები, ასევე საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება.

„ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, რომ დავეხმარო მათი საკუთარი ოცნების განხორციელებაში იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებული ევროკავშირთან, ნატოსა და დასავლეთთან; ევროატლანტიკური ერთობა უპირატესობას მიანიჭებს საქართველოს მოსახლეობას. ასევე ღრმად მჯერა, რომ ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებშიც შედის“, - თქვა დანიგენმა.

ამერიკელმა დიპლომატმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს პროგრესზე და დემოკრატიულ განვითარებაზეც ისაუბრა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის პრობლემებიც.

„საქართველომ წარმოუდგენელი პროგრესი გაიარა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი განვითარება აჩვენებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, - თქვა მან.

ამერიკელმა სენატორებმა დანიგენს შეკითხვები ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაც დაუსვეს. განხილვის საგანი იყო რუსული დეზინფორმაციის გავლენა საქართველოზე, საქართველო-უკრაინის მთავრობებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინისადმი. ერთ-ერთი სენატორის მიერ დასმული კითხვა ასევე ეხებოდა იმას ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. სენატორმა პოლ რიკეტსმა, ასევე დასვა კითხვა ქართულ პოლიტიკაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენის შესახებ და ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ძალისხმევაზე.

ელჩის სიტყვით გამოსვლის თარგმანს ამერიკის ხმა ავრცელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები