ვიდეოთამაში Roblox-ი, რომელიც მოზარდებსა და ბავშვებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ახალ შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, საუბარია სხვა მოთამაშეებთან მიმოწერის ფუნქციის შეზღუდვაზე იმ ანგარიშებისთვის, რომლებიც არასრულწლოვნებს ეკუთვნით. აღნიშნული ცვლილებით არასრულწლოვანი მომხმარებლები ზრდასრულებთან კომუნიკაციას ვეღარ შეძლებენ.
ამრიგად, თამაშში ჩაშენებული მიმოწერის ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც ასაკობრივ ბარიერს აკმაყოფილებენ და შესაბამის დოკუმენტს თავიანთ სურათთან ერთად ატვირთავენ. ცვლილება მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვასა და კიბერუსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას. კომპანიის გადაწყვეტილება უცხო პირებთან სოციალური ინტერაქციის საფრთხეებს უკავშირდება.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოცემული შეზღუდვა თამაშის ინტერაქციულობაზე არ აისახება.




























