მსოფლიოში პირველად, ჰუმანოიდი რობოტის მიერ შექმნილი ნამუშევარი, რომელიც $180 000-ად იყო შეფასებული, აუქციონზე $1.08 მილიონად გაიყიდა.
პორტრეტი სოთბის აუქციონზე, ნიუ-იორკში ერთ-ერთ ლოტად იყო წარმოდგენილი, სადაც ნამუშევარზე 27 ბიდი განთავსდა.
"დღევანდელი, რეკორდული ფასი ჰუმანოიდი რობოტის მიერ შექმნილ პირველ ნამუშევარზე თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში გარდამტეხი მომენტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისა და ხელოვნების გლობალური ბაზრის მზარდ კვეთას უსვამს ხაზს", - ნათქვამია აუქციონის სახლის ოფიციალურ განცხადებაში.
რობოტმა, რომელიც Ai-Da-ს სახელითაა ცნობილი, "AI-ის ღმერთად" წოდებული მათემატიკოსისა და მეცნიერის, ალან ტურინგის პორტრეტი შექმნა. თავად Ai-Da "აცხადებს", რომ მისი ხელოვნების მთავარი ღირებულება ტექნოლოგიების შესახებ დიალოგის წამოწყებაშია. აღსანიშნავია, რომ ალან ტურინგი იყო მეცნიერი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რისკებზე ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან საუბრობდა.
ჰუმანოდი რობოტი ბრიტანელ გალერისტს, ეიდენ მილერს ეკუთვნის, რომელმაც Ai-Da 2019 წელს შექმნა. რობოტის ნამუშევრებს ამ დრომდე არაერთ გამოფენაში მიუღიათ მონაწილეობა.