მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როცა ომში უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთის მეზობელი ყველა ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს“

639b2bcc0d1ca
ინგა მურუსიძე
15.12.22 18:14
1006
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისზე რეაგირების საკითხებში შარლ ფრიესთან საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში; აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირება რეგიონის უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს. პრეზიდენტმა დაგმო რუსული აგრესია, შეტევები მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, როდესაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება რუსეთის მეზობელი, ყველა პატარა ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, რათა რუსეთს არ მიეცეს საშუალება კვლავ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები.

ევროკავშირის წარმომადგენელმა პოზიტიურად შეაფასა ჰუმანიტარული მიმართულებებით განხორციელებული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახორციელებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ევროკავშირის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ რეფორმების პროცესი უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს ინკლუზიური.

ხაზი გაესვა ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველოს როლი და შესაძლებლობა კიდევ უფრო იზრდება ევროკავშირთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები