მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება" - ნათია მეზვრიშვილი

5e832892607de
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.20 15:29
810
როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება. თუ წესი დაირღვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმოქმედებენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიმები არის საკმაოდ მკაცრი და პოლიცია დამრღვევების მიმართ გამოიყენებს შესაბამის ზომებს.

„კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად სახლში დარჩნენ და თუ წესებს დაარღვევენ, პოლიცია მათ მიმართ გამოიყენებს შესაბამის ზომებს. ეს ჩვენთვის საჯარო მოხელეებისთვისაც არ არის მარტივი პროცესი.

პოლიცია, თავდაცვის ძალები, ექიმები, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ ადამიანების რესურსი არ არის ამოუწურავი, ამიტომ, გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ, რადგან მხოლოდ მთავრობის რეგულაციებით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, თუ მოქალაქეეების მხრიდან არ იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები